Music Breaks Free-Tbilisi Open Air

„ლისი ვანდერლენდში“, ლისის ტბიდან 2 კილომეტრში,  ახალ იპოდრომთან მასშტაბური ფესტივალი Tbilisi Open Air  წელსაც ჩატარდა. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „ალთერ ვიჟენ ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. იგი დაიწყო  22 ივნისს და გაგრძელდა 24 ივნისის ჩათვლით.

dt
ფოტო: დეა ტატიშვილი
87fb5fd4-50f0-4a5b-8544-466cb14d7ae1
წყარო: helloblog.ge    ფოტო: თორნიკე შენგელია
deatatishvili
ფოტო: დეა ტატიშვილი

მსმენელის წინაშე წარსდგა 70-ზე მეტი არტისტი. მთავარი სტუმრები Roisin Murphy და Tom Odell იყვნენ. მთავარ სცენაზე წელს პირველად გამოვიდნენ ქართველი მუსიკოსებიც. მაგალითად, SALIO და GREEN ROOM. ასევე Open air-ზე ჩამოსულები იყვნენ: SEVDALIZA, MOLOKO, KayaKata, Beardy Man და სხვანი. SEVDALIZA არტისტთა სიას მოგვიანებით დაემატა. იგი ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მუსიკოსია, რომელიც თბილისს შარშანდელ ფესტივალზეც ესტუმრა და ხალხის დიდი ნაწილის  მოწონება დაიმსახურა.

giorgi induashvili
წყარო: helloblog.ge   ფოტო: გიორგი ინდუაშვილი
g ind
წყარო: helloblog.ge      ფოტო: გიორგი ინდუაშვილი
salio
წყარო: Tbilisi Open Air Facebook page 

ფესტივალზე ოთხი  სცენა (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE) იყო გამოყოფილი, რომ განსხვავებული მუსიკალური გემოვნების ხალხისთვის უფრო კომფორტული ყოფილიყო  იქ ყოფნა. SINGER JAZZ STAGE  წელს  Open Air-ზე  პირველად დაამატეს.  ასევე იქ იყო სხვადასხვა გასართობი საშუალებები, რომლებიც მრავალფეროვნებასა და ხალისს სძენდნენ  ფესტივალს.

avtori ucnobia
წყარო: helloblog.ge  
364ba15a-8b55-4655-b3f5-a669fc151f08
წყარო: helloblog.ge     ფოტო: თორნიკე შენგელია
teteshka photography
წყარო: helloblog.ge   ფოტო: teteshka photography
tornike shengelia
წყარო: helloblog.ge     ფოტო: თორნიკე შენგელია

              წყარო: helloblog.ge     ფოტო:  თორნიკე შენგელია

დაფინანსება

Tbilisi Open Air წელს პირველად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფესტივალს დაფინანსება Check in Georgia-მ გამოუყო.

ხალხის ტრანსპორტირება

თბილისის მერიამ ხალხის გადაადგილება უფასოდ ყვითელი ავტობუსებით უზრუნველყო. ავტობუსები მეტრო „დელისიდან“ ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით „ლისი ვანდერლენდამდე“  ადიოდნენ.

უსაფრთხოება

ფესტივალზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. წელსაც, როგორც ყოველ წელს, გამოყოფილი იყო  სპეციალური სამედიცინო პუნქტი. სიახლე იყო ის, რომ სერვისი Raver Care დაემატა. სერვისი გულისხმობდა იმას, რომ ადამიანები მონიტორინგს ახორციელებდნენ იქ შეკრებილ საზოგადოებაზე და ეკითხებოდნენ თუ როგორ გრძნობდნენ  თავს, რამე ხომ არ სჭირდებოდათ და ასე შემდეგ.

წლევანდელი Tbilisi Open Air-ით ხალხის დიდი ნაწილი კმაყოფილი დარჩა.

giorgi induashvilii
წყარო: helloblog.ge     ფოტო: გიორგი ინდუაშვილი
1098c607-595f-4090-9e68-af826ae40210
წყარო: helloblog.ge   ფოტო: თორნიკე შენგელია

„აქ ადამიანების სილამაზეც სხვანაირად ჩანს, თავისუფალ ნაკადად მოედინება გემოვნება, განწყობა, ფერები. სცენიდან სცენისკენ გადაადგილებისას, მოწყენის საშუალებას არ იძლეოდა მრავალფეროვანი დახლები, სახელდახელო მაღაზიები, კაფე-ბარების გურმანიადა, სათამაშო ზონები…“-წერს helloblog.ge-ის მომხმარებელი ნინო კაკიაშვილი.

 

 

 

giorgi cofurashvili
წყარო: Tbilisi Open Air Facebook page

Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა. თავდაპირველი იდეა იყო მსმენელისთვის  ევროვიზიის ალტერნატიული ვერსია შეეთავაზებინათ, ეს გამოიწვია ჯგუფის  Stephane & 3G 2009 წლის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარმა. ეს კიდევ გამოწვეული იყო მოთხოვნით  შეცვლილიყო სიმღერის „We don’t wanna put in” ტექსტი.

ფესტივალის ფარგლებში ჩამოსულან ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, Air, Archive,  Black Label Society, Beth Hart, Damien Rice და სხვანი.

Open Air-ს  წელს 50 000-მდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის 5000-მდე ტურისტი იყო.

 

toa

 

Advertisements

მცდარი ინფორმაცია

“ფეიქ ნიუსი” გადაუმოწმებელი, მცდარი ინფორმაციაა, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს.

დღესდღეობით უამრავ ადამიანს შეუძლია გაავრცელოს ინფრომაცია ინტერნეტში და ზოგჯერ გამოგონილი, ზოგჯერ არც ისე კარგად გადამოწმებული, დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ასევე, არსებობს საინფორმაციო ვებ-გვერდები, რომლებიც ხშრად ავრცელებენ “ფეიქ-ნიუსებს”. ამიტომ, საჭიროა ყოველთვის მაქსიმალურად ვეცადოთ გავიგოთ, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მოცემული ინფორმაცია სიმართლეს.

“ფეიქ-ნიუსებს” ავრცელებენ სხვადასხვა მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური,  ფულადი მოგებისთვის და ა.შ.

“ფეიქ-ნიუსის” ერთ-ერთი მაგალითი

ზვიად კუპრავამ საკუთარ ფეიქბუქ გვერდზე გამოაქვეყნა GEOINTERESTED.BLOGPOST.COM-ის სტატია. სტატიაში ეწერა, რომ ზვიად კუპრავა ბინაში მოკლული იპოვეს და როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული. 

ეს ყალბი ინფორმაცია შესაძლოა პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდეს.

IMG-2677

თამბაქოს მოწევის აკრძალვა

კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“

IMG_E7523.jpg2018 წლის 1 მაისს მოწევა აიკრძალა დახურულ სივრცეში. მოწევა ნებადართულია საცხოვრებელ ადგილებსა და პენიტენციარულ დაწესებულებებში. კანონპროექტი მიღებულია პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის მიერ.

კანონის შესაბამისად მოეწყობა სიგარაბარები, სადაც მოწევა ნებადართული იქნება. ასევე, სამორინეებში არ აიკრძალა მოწევა.

მოწევა აიკრძალა ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ბენზინგასამართ, გაზგასამართ, გაზგამანაწილებელ სადგურებში, ბაღებში, ღამის კლუბებში.

მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით დაწესდა ჯარიმები. პირი, რომელიც ნებადაურთველ ადგილას მოწევს დაჯარიმდება 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარით.

2020 წლამდე თამბაქოს მოხმარება მწეველებს სასტუმროების ნომრების მხოლოდ 20 პროცენტში შეეძლებათ. ასევე 2020 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება სტადიონებზე მოწევა.

Screen Shot 2018-05-13 at 18.54.53.png

აიკრძალა თამბაქოს რეალიზაცია: ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლები ან მეტია; 18 წლამდე ასაკის პირზე; ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით; ინტერნეტით ან ფოსტით. IMG_9711.jpg

თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა არის 150 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი 300 ლარი.

“დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის პირველი  მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

თამბაქოს ყოველდღიური მოხმარება საქართველოში

გიორგი გაბუნიას ხუმრობა, რომელმაც ხალხში გაღიზიანება გამოიწვია

გიორგი გაბუნიამ გადაცემა PS-ში ბიძინა ივანიშვილის გასაშარჟებლად არაკორექტულად იხუმრა. მან თქვა, რომ “იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული”. ამ ნათქვამმა გამოიწვია ხალხის გაღიზიანება.

1521726100909653 (1)
წყარო: newsposts.ge

19 მარტს, თავდასხმა მოხდა „რუსთავი 2“-სა და მის ჟურნალისტებზე. ქართული მარშის წევრები ჩაუსაფრდნენ ტელეკომანიის ოფისთან არხის წამყვანს გიორგი გაბუნიას. მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა შენობა „რუსთავი 2“-ის იურისტთან, თამთა მურადშვილთან ერთად დატოვა, მანქანა ალყაში მოაქციეს. გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილის თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში იყო აღკვეთილი. დაზიანებულია ავტომობილი, ე.წ ქართული მარშის წევრები მანქანის მინების ჩამსხვრევას, ძალით კარების გაღებასა და მანქანაში მყოფ ადამიანებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.

თავდასხმა მოხდა ჟურნალისტებზეც, რომლებიც მომხდარს აშუქებდნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ნაცემია დავით ერაძე, იგი სასწრაფომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მასალა ამოღებულია versia.ge-დან.

რუსთავი 2-ის ვებ-გვერდიდან გავიგეთ 19 მარტს 18:18 საათზე, როგორც განაცხადა სამინისტრომ, რომ დაკავებულია ექვსი პირი. ექვსივე პირი არის „ქართული მარშის“ აქტივისტი.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები.

Tabula.ge გვაუწყებდა, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, სოციალურ ქსელში მის მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, მუქარის გამო, იგი იძულებულია, რომ დაცვით იაროს. 

saqstati
წყარო: რუსთავი 2

 

“უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი, იმიტომ რომ, თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და ახლაც დაცვა არის ჩემ გვერდით,”- თქვა გაბუნიამ.

22 მარტს newsposts.ge წერს, რომ  “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაკავებულ ე.წ. “ქართული მარშის” წევრებს, ბრალი დაუმძიმდათ.

ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ დაკავებულ გიორგი ონიანს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის გარდა, ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებსაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს.

News. ge-ის ცნობით, „ქართული მარშის“ წევრები საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროცესზე დაცვის მხარემ  შუამდგომლობა დააყენა და აღნიშნა, რომ ადვოკატს არ ჩაბარებია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირების დაკავების ოქმი, ასევე საქმის მასალები. ამასთან, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მას სჭირდება დრო მტკიცებულებების გასაცნობად, შესაბამისად, სხდომის გადადება მოითხოვა. სხდომის გადადების წინააღმდეგი იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელბმაც სხდომაზე სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეომასალები წარადგინეს.

მოსამართლემ ნინო ჭალიძემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სასამართლო პროცესი 16 აპრილს დანიშნა.